თსსუ-ის სტუდენტთა წარმატება „უნივერსიადა 2021“-ზე

თსსუ-ის სტუდენტთა წარმატება „უნივერსიადა 2021“-ზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „საქართველოს უნივერსიადა 2021“ - ზე სპორტის ოთხ სახეობაში - ძიუდოში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა  და ბადმინტონში გაიმარჯვეს.

თსსუ-ის სტუდენტებმა ძიუდოს სხვადასხვა წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს. 73 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი თორნიკე გრიგალაშვილია, ხოლო 90 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი თორნიკე ფოლადაშვილმა დაიკავა.

მაგიდის ჩოგბურთში, გოგონებს შორის გამართულ შეჯიბრში  გუნდურ სახეობაში ჩემპიონები გახდნენ თსსუ-ის სტუდენტები: ნინო ცოცხალაშვილი და ანიტა სოხაძე.

ბადმინტონის ტურნირში გოგონებს შორის პირველ  და მესამე ადგილზე, ხოლო ბიჭებს შორის მეორე ადგილზე, ასევე, თსსუ-ის სტუდენტები გავიდნენ. 

ჭადრაკში გამართულ შეჯიბრზე კი თსსუ-ის გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა.

საუნივერსიტეტო სპორტის  ფედერაციის ორგანიზებით, „საქართველოს უნივერსიადა 2021“ 25 მაისს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ამ დიდ წარმატებას.