თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტის მანანა გიორგაძის დიდი წარმატება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტის მანანა გიორგაძის დიდი წარმატება

2022 წელს თბილისისა და ინსბრუკის დამეგობრებიდან 40 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,  ინსბრუკის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტს მანანა გიორგაძეს დაენიშნოს კვლევითი სტიპენდია (9 თვის განმავლობაში 10.000  ევრო). 

კვლევა: „თერაპიის ახალი მეთოდები პაციენტებისთვის ტვინის მრავლობითი მეტასტაზებით; ჰიპოკამპის დამზოგავი დასხივება და სტერეოტაქსიკური რადიოქირურგია“ შესრულდება ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე. აღსანიშნავია, რომ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვოლფანგ ფლაიშჰაკერი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია 2019 წლის მარტში ინსბრუკში შეხვედრისას შეთანხმდნენ ერთობლივი კვლევების წარმართვის შესახებ.

აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობს თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე.  

ქალბატონი ირმას თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით საშუალება მომეცა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სტაჟირება გამევლო ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო ახლა, თსსუ-ის დამთავრების შემდეგ,  დავბრუნებოდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო  კლინიკას, არა როგორც სტუდენტი, არამედ როგორც ექიმი და მკვლევარი“,  - აცხადებს თსსუ-ის რეზიდენტი მანანა გიორგაძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ახალგაზრდა ექიმს ამ დიდ აღიარებას და წარმატებულ კლინიკურ და სამეცნიერო კარიერას უსურვებს მას.