თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება ლიეტუვაში

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება ლიეტუვაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეშვიდე სემესტრის სტუდენტები: ანა სიჭინავა, მარიამ ასპანიძე და რუსუდან სტურუა, Erasmus+ ICM KA107- ის პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ კლაიპედას (ლიეტუვა) პალანგას სარეაბილიტაციო კლინიკაში (Palangas Reabilitacijos Ligonine).

პროგრამა მოიცავდა ორთვიან სტაჟირებას,  რომლის განმავლობაში თსსუ-ის სტუდენტები კინეზოთერაპიის, ნეირორეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, აკვათერაპიის  დეპარტამენტებში  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ.

სტაჟირების ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტები გაეცნენ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ძირითად პრინციპებსა და გაიდლაინებს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი  კლინიკურ საქმიანობაში, ეცნობოდნენ  მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პაციენტების გასინჯვებს და მონაწილეობა მიეღოთ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამის დანიშვნის პროცესში. 

სტუდენტების განცხადებით, სტაჟირებამ მათ დიდი გამოცდილება და შესაძლებლობები შესძინა, რომელიც მათ დაეხმარება მომავალი პროფესიული საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში.