7 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, თსსუ-ის კულტურის ცენტრისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტის - მიშიკო დუმბაძის საფორტეპიანო მუსიკის საღამო, რომელსაც კულტურის ცენტრის საფორტეპიანო კლასის ხელმძღვანელი, ბატონი გოდერძი ჩიტაიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა.
კონცერტი მიეძღვნა კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას. მიშიკო დუმბაძემ შეასრულა: ყანჩელის, ბეთჰოვენის, შოპენის, სკრიაბინის, ბრამსისა და მენდელსონის ნაწარმოებები.