2023 წლის 11 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე და ფარმაკოგნოზიისა და ფარმაცევტული ბოტანიკის მიმართულების ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დალი ბერაშვილი იმყოფებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის სსიპ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საჯარო სკოლაში. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები ჩართული არიან USAID-ის პროექტში - საბაზისო განათლების პროგრამა, რომლის მხარდამჭერია პროფესორი ალიოშა ბაკურიძე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა. შეკრებილთ მიმართა სკოლის კურსდამთავრებულმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, რომელმაც ისაუბრა განათლების როლზე და სკოლის მნიშვნელობაზე ქვეყნის წარმატებული მომავლისათვის.
პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, საუნივერსიტეტო კლინიკების, სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ხალხური სამკურნალო საშუალებების და ველურად მოზარდი საკვები მცენარეების შესახებ.
პროექტში ჩართულ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.