თსსუ-ის  პროექტებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვეს

თსსუ-ის პროექტებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვეს

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ქეთევან კანკავას მიერ წარდგენილმა პროექტებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა.  პროექტები წარდგენილი იყო ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსებზე.

კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:

1. გინეკოლოგიური და ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობის ლოკუსები ქართველ პაციენტებში (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი)

2.დაავადების წინასწარგანწყობის ლოკუსების იდენტიფიცირება გინეკოლოგიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში საქართველოდან (ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტი)

კვლევების ფარგლებში აღწერილი გენების პოლიმორფიზმები შეისწავლება სიმსივნის კლინიკურ პარამეტრებთან და ჰისტომორფოლოგიურ მახასიათებლებთან კორელაციაში, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს რამდენად განაპირობებს ესა თუ ის გენეტიკური ვარიანტი სიმსივნის კონკრეტული ქვეტიპის განვითარებას და მის აგრესიულ ან ნაკლებად აგრესიულ მიმდინარეობას, ასევე,  გენოტიპის შესახებ მიღებული ინფორმაცია სამომავლოდ დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში იქნება გათვალისწინებული. მიღებული ცოდნა  შეცვლის პათოლოგანატომების, ონკოლოგებისა და მოლეკულური ბიოლოგების სამუშაო პროცესს და უდავოდ კვლევის ინტერდისციპლინური შედეგიანობის მაჩვენებელია.

პროექტები, რომლებშიც ჩართული არიან თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტები, განხორციელდება თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ადამიანის გენომის კვლევის ცენტრში.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: