თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა “კათარზისში” მცხოვრებ ხანდაზმულებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა “კათარზისში” მცხოვრებ ხანდაზმულებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

2022 წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი  საქველმოქმედო აქციის ფარგლებში „კათარზისს“ ესტუმრნენ.

მათ თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს. 

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნატო ხუნაშვილს, რომლის დიდი ძალისხმევით საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა, ასევე ყველა იმ პედაგოგს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აქციაში“, - განაცხადა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა მარინა ციმაკურიძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად მართავს საქველმოქმედო სახის ღონისძიებებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს, მათ შორის მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.