თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის  „ენდევორი“ ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა

თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის „ენდევორი“ ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა

2022 წლის 15 ივნისს, სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის "ენდევორი" ორგანიზებით გაიმართა თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორის, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ლუიზა გაბუნიას საჯარო ლექცია თემაზე - "რაციონალური ფარმაკოთერაპიისა და კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხები - თუ არ არგებ, ნუ ავნებ!"

ლექციას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. 

ცნობისთვის, სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის  „ენდევორი“ ინიციატივით უახლოეს მომავალში კიდევ ორი საჯარო ლექცია შედგება.