თსსუ-ის საკალათბურთო გუნდი სტუდენტური ლიგის ფინალშია

თსსუ-ის საკალათბურთო გუნდი სტუდენტური ლიგის ფინალშია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს  საკალათბურთო სტუდენტური ლიგის ფინალისტია.

თსსუ-ის გუნდმა (მწვრთნელები: ლაშა ელბაქიძე და ზურა მაისურაძე) ნახევარფინალური სერია მოუგო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქე ფინალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება.

ფინალური სერია 1-ელ ივლისს დაიწყება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს. გამარჯვებული გუნდი რანგით უმაღლეს, „ა“ ლიგაში ითამაშებს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის საკალათბურთო გუნდს ამ წარმატებას და ფინალურ სერიაში გამარჯვებას უსურვებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რეზიდენტებს, აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალს!  1 და 3  ივლისს, 21:00 საათზე ერთად ვუგულშემატკივროთ თსსუ-ის საკალათბურთო გუნდს!

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N15ა, ოლიმპიური სასახლე.