თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტების მომზადების შესახებ სემინარები ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტების მომზადების შესახებ სემინარები ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) ფარგლებში საგრანტო პროექტების მომზადების საკითხებზე სემინარები გაიმართა.

სემინარების მიზანი იყო მონაწილეებისთვის საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის, საპროექტო განაცხადების მომზადებისა და საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე შესაბამისი პრაქტიკული უნარების განვითარება. 

სამი დღის განმავლობაში, სემინარების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისა და საპროექტო განაცხადების მომზადების ძირითადი ეტაპები, შესაბამისი კონკურსების მოძიების მექანიზმები, განაცხადის წარდგენისთვის აუცილებელი მოთხოვნები და საერთაშორისო კვლევით კონსორციუმებში ჩართვის შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას, ვინაიდან პროგრამის ფარგლებში მრავალი საგრანტო კონკურსი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მიმართულებით ცნობიერებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზრდის მიზნით სემინარები თსსუ-ში ყოველწლიურად ტარდება.