თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ,,სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატზე კბილთა რესტავრაციაში „

თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ,,სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატზე კბილთა რესტავრაციაში „

2023  წლის 10-12 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის  IX სემესტრის სტუდენტი მარიამ ლანჩავა, ოფიციალური   მიწვევით იმყოფებოდნენ  ქალაქ კიეტიში (იტალია),  სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატზე კბილთა რესტავრაციაში "Jules Allemand Trophy" (მე-19 გამოშვება) მონაწილეობის მისაღებად.

ასოცირებული-პროფესორი ნინო კორსანტია მარიამ ლანჩავას  მწვრთნელის სტატუსით იყო მიწვეული, რადგან თბილისში სწორედ მან ჩაატარა სტუდენტთა შერჩევა, მათი ტრენინგები, მასტერ-კლასები და ეროვნული ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომ  საქართველო უკვე მეშვიდედ იღებს  ჩემპიონატში მონაწილეობას. 

ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა მოისმინეს  ლორენცო ვანინის ლექცია კბილთა მხატვრულ რესტავრაციაში. ქალბატონი  ნინო კორსანტიას თქმით მისთვის, ასევე, საინტერესო და ინფორმაციული იყო, ჩემპიონატის ფარგლებში, მწვრთნელებს შორის ჩატარებული ღონისძიება.

ცნობისთვის  მომავალ წელს გაიმართება ჩემპიონატის საიუბილეო, რიგით მე-20 ღონისძიება, სადაც საქართველო კვლავ არის წარდგენილი მონაწილე ქვეყნის სტატუსით.