თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმატებული მონაწილეობა AMEE 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმატებული მონაწილეობა AMEE 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაში

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია -AMEE 2026, რომელსაც ავსტრიის დედაქალაქი ვენა 23-26 აგვისტოს მასპინძლობდა, ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. 

AMEE 2026-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მორიგ დიდ საერთაშორისო აღიარებას თსსუ-ში მოქმედ AMEE-ს ცენტრს რეგიონული ბრწყინვალების ცენტრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

ეს გადაწყვეტილება AMEE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ანე ლოიდმა, 2026 წლის 23-26 აგვისტოს გამართული კონფერენციის გახსნის ცერემონიალზე გამოაცხადა. 

მასშტაბურ ღონისძიებას მსოფლიოს 80 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი დელეგატი ჰყვადა.  კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობდა თსსუ-ის დელეგაცია რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით. 

თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობა:

პროფესორი ირაკლი ნატროშვილი - თსსუ-ის რექტორი;

პროფესორი ხათუნა თოდაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

პროფესორი რიმა ბერიაშვილი - აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი;

სალომე ვორონოვი - საქართველოში AMEE-ს ბრწყინვალების ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

პროფესორი ირმა მანჯავიძე - კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

თსსუ-ის რექტორი სპეციალური მიწვევით მონაწილეობდა მაღალი დონის ფორუმში - AMEE Institutional Member Senior Leaders Forum, სადაც განიხილეს წევრი ინსტიტუციების მიღწევები და ხაზი გაესვა თსსუ-ის განსაკუთრებულ წვლილს გლობალური სამედიცინო განათლების განვითარებაში.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით, თსსუ-ის დელეგაციამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსოფლიო სამედიცინო განათლების ლიდერებთან:

AMEE-ს მოქმედ პრეზიდენტ აილეტ კუპერთან, არჩეულ პრეზიდენტ იანუშ იანუკოვიჩსა და აღმასრულებელ დირექტორ ანე ლოიდთან;

ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ ჰარმ პიტერსთან;

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ რიკარდო ლეონ ბორხესთან, ვიცე-პრეზიდენტ ჟენევიევ მოინეუსა და მომდევნო არჩეულ პრეზიდენტ ემიოლა ოლიუვაბუნმი ოდაპადე-ოლაოპასთან;

დარგის აღიარებულ ექსპერტებთან: პროფესორ რონალდ ჰარდენთან, დეივიდ ტეილორთან, ოლე ტენ კატესთან და მადალენა პატრიციოსთან.

კონფერენციის პროგრამა უაღრესად დატვირთული იყო თსსუ-ის წარმომადგენელთა მოხსენებებითა და აკადემიური აქტივობებით:

სალომე ვორონოვმა 4 მოხსენება წარადგინა: AMEE-ს მთავარ სცენაზე  45-წუთიანი  მოხსენება თსსუ-ის ცენტრის, როგორც რეგიონული ჰაბის, ტრანსფორმაციულ როლზე (FROM INTERNATIONAL COLLABORATION TO REGIONAL CAPACITY BUILDING The AMEE International Networking Centre in Georgia as a Sustainable Faculty Development Hub); ორ ვორქშოფზე: 

Sustainable Global Collaboration in Health Professions Education: Co-designing Practical Models for Effective and Ethical Partnerships;

ASPIRE to Excellence: Mutual Benefit at the Heart of International Collaboration in HPE.

აკადემიური განვითარების შეფასების კომუნიკაციის სესიაზე: The Transformative Impact of the AMEE International Networking Centre in Georgia A Regional Model for Advancing Health Professions Education

პროფესორმა ხათუნა თოდაძემ წარადგინა მოხსენება პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თსსუ-ის გამოცდილებაზე: Objective Structured Teaching Encounters (OSTE) Advance Tool for Faculty Development in Medical Education: The TSMU Experience 

პროფესორმა ირმა მანჯავიძემ წარადგინა მოხსენება სიმულაციურ სწავლებაზე (  Clinical Skills and Simulation Training in Medical Education: Students’ and Faculty Perspectives), უძღვებოდა სესიას სწავლის დიზაინზე და, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრმა, მონაწილეობა მიიღო MedEdPublish-ის ელექტრონული ჟურნალის ყოველწლიურ შემაჯამებელ შეხვედრაში.

AMEE-ს გენერალურ ასამბლეაზე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო, 2027 წლის კონფერენციას ჰელსინკი (ფინეთი) უმასპინძლებს. ასამბლეის მსვლელობისას წარდგენილ იქნა ასოციაციის გასული 1 წლის საქმიანობის ანგარიში, საზოგადოებას გააცნეს მმართველი საბჭოს ახალი წევრები და ოფიციალურად გამოაცხადეს ახალი არჩეული პრეზიდენტი (President-Elect) - პროფესორი ვიშნა დევი ნადარაჯა.  

AMEE 2026-ზე მიღწეული აღიარება და მაღალი დონის შეხვედრები თსსუ-სთვის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში პოზიციების გასამყარებლად და ახალი საერთაშორისო პროექტების დასაგეგმად.