თსსუ-ის სტუდენტი თამარ ზარქუა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში პარიზის ვალ დე მარნის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა

თსსუ-ის სტუდენტი თამარ ზარქუა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში პარიზის ვალ დე მარნის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ზარქუა ERASMUS + საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში პარიზის ვალ დე მარნის უნივერსიტეტში (Université Paris-Est Créteil (UPEC)  იმყოფებოდა, სადაც მან 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი სრულად გაიარა.

პროგრამა მოიცავდა 4 თვიან მობილობას საუნივერსიტეტო კლინიკა Henri Mondor - ის შინაგანი მედიცინის განყოფილებაში.

თსსუ-ის სტუდენტის ინფორმაციით, მობილობის ფარგლებში მიღებულმა თეორიულმა და პრაქტიკულმა სწავლებამ ისეთი კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყო ხელი, როგორიცა: ანამნეზის შეგროვება, პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაციის ჩატარება, პაციენტის დეტალური ისტორიის შედგენა და აშ.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ჩემი წარმატებული მონაწილეობით წვლილი შემეტანა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში“, - აღნიშნავს თამარ ზარქუა.