თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივისცემის ნიშნად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.