თსსუ-ის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თსსუ-ის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  

რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.  საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა 150 ათასამდე ადამიანს, რომელთაგან ბევრი კვლავ დევნილია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.