„სტუდენტური ფესტივალი – 2026“-ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  10 - ზე მეტ ნომინაციაში პირველი ადგილი მოიპოვა

„სტუდენტური ფესტივალი – 2026“-ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 10 - ზე მეტ ნომინაციაში პირველი ადგილი მოიპოვა

"სტუდენტური ფესტივალი – 2026“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობაში გამორჩეული შედეგების მქონე სტუდენტები და უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ცერემონიაზე დასახელდა „სტუდენტური ფესტივალი – 2026“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 

„სტუდენტური ფესტივალი – 2026“-ის გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და ფულადი პრიზები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფესტივალის ფარგლებში გამართულ მრავალფეროვან შეჯიბრებებსა და კონკურსებში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს:

I ადგილი:

• დებატების კონკურსი;

• ინტელექტუალური თამაში;

• City Game;

• ქართული ცეკვა;

• ხალხური სიმღერა;

• თანამედროვე ცეკვა;

• თეატრალური დადგმების ტური;

• ბენდების კონკურსი;

• დარტსი (გოგონები);

• ბილიარდი;

• შაში (ვაჟები).

II ადგილი:

• „წიგნების თარო“;

• საესტრადო სიმღერა (დუეტები);

• ბოულინგი;

• შაში;

• კარტინგი;

• მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები);

• ჭადრაკი (გოგონები);

• ჭადრაკი (ვაჟები).

III ადგილი:

• ფეინთბოლი;

• პადელი;

• ჩოგბურთი (ვაჟები);

• ჭადრაკი (გოგონები).

„სტუდენტური ფესტივალი – 2026“  1-ელ მაისს ქალაქ რუსთავში გაიხსნა და 14 ივნისს თბილისში გამართული მოხალისეობრივი გარბენით დასრულდა. 

ფესტივალში საქართველოს 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. 

ფესტივალის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდა 45 საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიება.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.