საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ თსსუ-ში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ თსსუ-ში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.

მან სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საჯარო სამსახურში სტაჟირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან და სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

აღინიშნა, რომ სტუდენტებთან შეხვედრა მიზნად ისახავს მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას. კამპანიური ხასიათის შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. 

გარდა ამისა, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. 

ასევე, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ. გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში 40 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერათ.