თანამშრომლობა ათათურქის უნივერსიტეტთან

თანამშრომლობა ათათურქის უნივერსიტეტთან

 

2012 წლის 17–18 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე შეხვდა ერზრუმში (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტის პრეზიდენტს პროფესორ ჰიკმეტ კოჩაკს, ვიცე–პრეზიდენტს პროფესორ სებაჰათინ თუზემენს და რექტორის მოადგილეს, პროფესორ შამიჰ დიარბაკირს.

შეხვედრაზე განიხილეს ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორთა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მომავალი ვიზიტების დეტალები, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და რეზიდენტების სტაჟირების საკითხი ათათურქის უნივერსიტეტის კლინიკის ბაზაზე, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ათათურქის უნივერსიტეტის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.