თანამშრომლობა ბენ-გურიონის უნივერსიტეტთან

თანამშრომლობა ბენ-გურიონის უნივერსიტეტთან

2016 წლის 24 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ნეგევის  (ისრაელი) ბენ-გურიონის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე, მიკრობიოლოგიის, იმუნოლოგიის და გენეტიკის დეპარტამენტის კვლევისა და განვითარების დეკანი, პროფესორი ანგელ პორგადორი ეწვია. 

პროფესორ პორგადორს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროებში მომავალი თანამშრომლობის საკითხები. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივები, მათ შორის  იმუნოლოგიის, ონკოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით. ასევე საუბარი შეეხო მომავალში  საერთო სადოქტორო პროგრამების შემუშავების  შესაძლებლობებს.