თანამშრომლობა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან

თანამშრომლობა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, თსსუ-სა  და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ უფასოდ დაესწრონ თეატრში გამართულ პრემიერებსა და მიმდინარე სპექტაკლებს. 

ზემოაღნიშნული მემორანდუმით 2019 წლის 7 მაისს თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ რეჟისორ დავით საყვარელიძის სპექტაკლს ,,თოჯინების სახლი“ .