2023 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტისა და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია-თბილისი(EMSA) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია: „თავის ტვინის მწვავე სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ენდოვასკულური ნეიროქირურგია“.
ლექცია წაიკითხა ნეიროქირურგმა, საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პროფესორმა მირზა ხინიკაძემ.
საჯარო ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.