თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ზაზა დემეტრაშვილს „აზიის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კვლევის ჯილდოების (ASTRA 2023)“ კონგრესზე ქირურგიის დარგში „შესანიშნავი მკვლევარის“ ტიტული მიენიჭა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N1 დეპარტამენტის პროფესორმა ზაზა დემეტრაშვილმა „აზიის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კვლევის ჯილდოების (ASTRA 2023)“ კონგრესზე სამეცნიერო ჯილდო „შესანიშნავი მკვლევარი“ მიიღო. 

ქირურგიის დარგში საუკეთესო კვლევისა და წარმატებული აკადემიური საქმიანობისთვის მიღებული ჯილდო თსსუ-ის პროფესორმა დიდი ბრიტანეთის ჟურნალში „Annals of Medicine and Surgery“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „აპენდიკულური მასისა და აბსცესის მკურნალობის მეთოდების შედარება, კოჰორტული კვლევა“ დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ „აზიის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კვლევის ჯილდოები (ASTRA 2023)“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოში სამედიცინო სფეროში მოღვაწე მკვლევართა და კლინიცისტთა სამეცნიერო, კვლევით და აკადემიურ საქმიანობას აფასებს და ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე შესაბამის ჯილდოებს ანიჭებს.