თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის „ჰიგია“ კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის „ჰიგია“ კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა

2023 წლის 12 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის „ნიღაბი 2023“ ფარგლებში, თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ წარმოადგინა სპექტაკლი „ოსვენციმი“. 

სპექტაკლის რეჟისორი, თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თეატრის „ჰიგია“ დამაარსებელი, ნათია გუჯაბიძე, ამჯერადაც წარმატებული ნამუშევრით წარდგა მაყურებლის წინაშე.  სცენარის ტექსტის ავტორია დუდუ მოდებაძე, მხატვარი - ხვიჩა სებუა, მუსიკალური გაფორმება - გიორგი სანიკიძე და სოფიო ცინცაძე,  ქორეოგრაფი - არჩილ სოლოღაშვილი. 

სპექტაკლში მონაწილეობდნენ თსსუ–ის სტუდენტები: გიორგი სანიკიძე, გიორგი ბრეგაძე, ტატო ზუმბაძე, ოთო მაგრაქველიძე, თემურ ჩხეიძე, მოლინა იოსელიანი, ნატა სურმავა, ნინო ლოსაბერიძე, ანა ბუქური, ფეფე გოგნაძე, დუდუ მოდებაძე, ანანო სიდამონიძე, ბახვა გელაშვილი, ხვიჩა სებუა, ვახო კიკნაძე, საბა ილურიძე, გური მელაძე, ლუკა ილურიძე, საბა გველესიანი, მარიამ ახალაია, მარიამ ფანცულაია, ინა ნიქაბაძე, ელენე უჯმაჯურიძე, კატო ჭანჭალეიშვილი, სალი ხუტაშვილი, თათა პაპაშვილი, მარიამ დემურია, ანანო ბიბილაშვილი სალი საგინაშვილი, ნატა გოროზია, თეკლა ხუჯაძე, მარიამ კვანტალიანი, ნია ყალიჩავა, ქეთო ქადაგიშვილი, სალომე მიქაძე, მარიამ ჭონქაძე სამსახიობო ოსტატობით არ ჩამოუვარდებოდათ პროფესიონალ მსახიობებეს. ნიჭიერებით გამორჩეულმა თსსუ-ის სტუდენტმა-მსახიობებმა სცენაზე ნამდვილი თეატრალური ზეიმი მოაწყვეს.

ტრადიციულად სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.