საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თსსუ-ის თეატრმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თსსუ-ის თეატრმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე "ნიღაბი 2022", რომელიც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა, თსსუ-ის თეატრმა "ჰიგია" 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

სპეციალური ჯილდოები გადაეცათ  თსსუ-ის თეატრის „ჰიგია“ მსახიობებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში - ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში - ფესტივალში მონაწილე თეატრალური დასების რჩეული;

გიორგი თაბაგარს ნომინაციაში - მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

ანანო სიდამონიძეს ნომინაციაში - ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი;

გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში - მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი;

გოგი თოდაძის საპატიო პრიზი გადაეცა ბახვა გელაშვილს;

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის პირველ დღეს, 2 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“  წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი თბილისის მელოდიები“.

ყველასათვის საყვარელი პიესა, ჰიტად ქცეული მელოდიებით, სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ ,,ჰიგიას“  დამაარსებელმა - ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა.  სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი დავით არჩვაძე, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და მთელს თეატრალურ დასს ამ დიდ წარმატებას.