2022 წლის 22 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პროექტის „Post-HERD“ კონსორციუმში მონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ 2019-2022 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „ერასმუს+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტში ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (HERD). აღნიშნული შეხვედრა კი მიეძღვნა უკვე დასრულებულ HERD-ის პროექტს, სადაც განიხილეს ევროკომისიის მხრიდან მიღებული პოზიტიური შეფასებები და პროექტის შედეგების გრძელვადიანი პერსპექტივები.