თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ISO სერტიფიკატი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ISO სერტიფიკატი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა IAF და IAS-ის აკრედიტაციის მქონე  ISO-ს 9001:2015 - ხარისხის მართვის  შესაბამისობის სერტიფიკატი მოიპოვა! 

აღნიშნული ადასტურებს, რომ თსსუ-ის საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს საგანმანათლებლო სივრცეში. 

ISO-ს 9001:2015  სერტიფიკატი, როგორც   ავტორიტეტული საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო და საქართველოს საკანონმდებლო ნორმებს.

ცნობისთვის, ISO-ს 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტია, რომლის პრინციპებია: ლიდერობა, პერსონალის ჩართულობა, პროცესუალური მიდგომები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ურთიერთობების მართვა. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც IAF და IAS-ის აკრედიტაციის მქონე  ISO-ს 9001:2015 - ხარისხის მართვის  შესაბამისობის სერტიფიკატი მიიღო!