კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 1-5 მაისს, საერთაშორისო პროექტ ERASMUS+-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სამედიცინო მეცნიერებათა დირექტორი, დიპლომისშემდგომი კვლევითი პროგრამების სტრატეგიული ხელმძღვანელი, სამეცნიერო ხარისხის კომიტეტისა და უნივერსიტეტის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, მოლეკულური პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი პოლ ჰოროქსი; მედიცინის სკოლის უფროსი ლექტორი ბიოსამეცნიერო მიმართულებით, დოქტორი სარა ეინსლი; მედიცინის სკოლის მენეჯერი ანატომიის მიმართულებით, დოქტორი პოლ ქლევსი; საექთნო და სამეანო  სკოლის ქალთა ჯანმრთელობის მიმართულების პროფესორი ჯუნ ქილინგი; საექთნო და სამეანო  სკოლის საექთნო პროგრამის ლექტორი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ოფიცერი, დოქტორი დევიდ ჯეფერსონი; საექთნო და სამეანო სკოლის საექთნო საქმის პროგრამის ლექტორი, უცხოეთში სწავლის აკადემიური ხელმძღვანელი, დოქტორი სუზან ჯექსონი; საექთნო და სამეანო სკოლის ლექტორი ზრდასრულთა საექთნო საქმის მიმართულებით, დოქტორი ქეთრინ გრინი; საექთნო და სამეანო სკოლის საექთნო საქმის წამყვანი სპეციალისტი ზრდასრულთა მოვლისა და დაცვის მიმართულებით, დოქტორი ემილი სოლთი; საექთნო და სამეანო  სკოლის საექთნო პროგრამის ლექტორი სწავლის შეზღუდული უნარის მქონე პირთა მიმართულებით, დოქტორი ჯეინ ბეგლი და საექთნო და სამეანო სკოლის მოწვეული მასწავლებელი შარლოთ ჰარპერი. 

კილის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის (1-5 მაისს) ჩაატარეს ტრენინგების სერია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდის ორგანიზების და განვითარების შესახებ; აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში სტუმრებმა მოაწყვეს საჩვენებელი პრაქტიკული მეცადინეობები დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან. გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ თსსუ-ის ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიურ პერსონალს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს. თსსუ-ის აკადემიური პერსონალის მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია კილის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამამ, რომლის ინტეგრაცია სწორედ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით ხორციელდება. ტრენინგების სერიის ბოლოს, შემაჯამებელ შეხვედრაზე პროფესორმა პოლ ჰოროქსმა და სარა ეინსლიმ თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად შეაფასეს ჩატარებული სესიების ეფექტურობა, განიხილეს მსგავსება და განსხვავება კილის უნივერსიტეტსა და თსსუ-ში მიმდინარე PBL-სესიების დაგეგმვასა და განხორციელებას შორის, გააანალიზეს შემდგომი თანამშრომლობის საჭიროებები და შეთანხმდნენ ურთიერთობის შემდგომ ნაბიჯებზე.  

1 მაისს თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან, საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრისას პროფესორმა პოლ ჰოროქსმა კილის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია; კილის უნივერსიტეტის საექთნო და სამეანო სკოლის პროფესორებმა კი ისაუბრეს დიდ ბრიტანეთში საექთნო განათლებისა და ექთანთა ასოციაციების მუშაობის შესახებ. 

ვიზიტის ფარგლებში, 2 მაისს, დელეგაციის წევრები ეწვივნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს; თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას; თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას და კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა

3 მაისს ბრიტანელი სტუმრებისთვის თსსუ-ის კულტურის ცენტრმა თეატრალურ დარბაზში კონცერტი გამართა. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ პროფესორ ჯუნ ქილინგისგან მადლობის წერილი მიიღო.