,,თბილისის ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეული“ თსსუ-ში

,,თბილისის ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეული“ თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,თბილისის ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეული“ გრძელდება.

12 ნოემბერს,  თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში  გაიმართა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მცირე საჩვენებელი ტრენინგი, თბილისის საშუალო სკოლების დამამთვრებელი კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

ინსტრუქტორებმა მოსწავლეებს განუმარტეს თუ რა სახის სისხლდენები და  მოტეხილობები არსებობს და რა გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს  თითოეულ შემთხვევაში. მოსწავლეებმა შეისწავლეს  გულის არაპირდაპირი მასაჟის და ხელოვნური სუთქვის (ვენტილაციის) ჩატარების ტექნიკა.

ტრენინგის შემდგომ  მოსწავლეებმა დაათვალიერეს ანატომიის, ტოპანატომიის და ბიოლოგიის მუზეუმები.