,,თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2017“ საზეიმოდ გაიხსნა

,,თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2017“ საზეიმოდ გაიხსნა

2017 წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით მეექვსე  ,,თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2017“ საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალი მეოთხე წელია რაც საერთაშორისო სტატუსით იმართება და მასში უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის თეატრალური დასებიც აქტიურად მონაწილეობენ. წელს ფესტივალზე სპექტაკლებს, საქართველოს ექვსი უნივერსიტეტის, უკრაინის აგრარული და ირანის ეკონომიკის უნივერსიტეტის თეატრალური დასები წარადგენენ.

თეატრალური ფესტივალი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ გახსნა და აღნიშნა რომ უნივერსიტეტისთვის საამაყოა ასეთი ღონისძიების მასპინძლობა. ქალბატონმა ხათუნამ კიდევ ერთხელ მიულოცა თსსუ-ის თეატრალურ დას-,,ჰიგია“-ს წარმატებული სეზონი და მონაკოს მე-60 საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებული გრან პრი.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა თეატრი ,,ჰიგია”-ს დამფუძვნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი - ნათია გუჯაბიძე. მან ასევე წარადგინა ფესტივალის საპატიო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან: რეჟისორი გოგი თოდაძე, მსახიობები: ეკატერინე დემეტრაძე, დავით გოცირიძე, ლაურა რეხვიაშვილი, მაია ხორნაული, არჩილ სოლოღაშვილი, ეკა მჟავანაძე, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

ღონისძიების ორგანიზების  საქმეში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ფესტივალი ,,ნიღაბი“-ს სახელით საპატიო წევრობის სიგელები გადაეცათ: შავი ზღვის უნივერსიტეტის თეატრალური დასის რეჟისორს ვატო ჯუღელს, კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასის რეჟისორს გეგა გაგნიძეს, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების დირექტორს კახა აბულაძეს და თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილეს ბადრი მაჭავარიანს. 

ღონისძიების გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, შავი ზღვის უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა წარმოადგინა  სპექტაკლი ,,დათვი”.

თეატრალური ფესტივალი 11 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურება, სადაც ჟიური წარმოდგენილ სპექტაკლებს შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.

იხილეთ ფესტივალის პროგრამა: