2023 წლის 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს ტკივილის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრი, თსსუ-ის მოწვეული პროფესორი გიორგი მიქელაძე, რომელმაც თსსუ-ის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა ლექციათა ციკლი (4 ლექცია):
- პაციენტთან ურთიერთობა;
- ტკივილის მედიცინის საფუძვლები;
- პაციენტთან ურთიერთობა და ტკივილის მართვა (ინგლისურ ენაზე);
- რეაბილიტაციის საფუძვლები.
ლექციებს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები და აკადემიური პერსონალი. შეხვედრები აუდიტორიის მაღალი ჩართულობით და ინტერესით გამოირჩეოდა.