თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013/2014 სასწავლო წელი დევიზით - „ტრადიციებით მომავლისაკენ!“ საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013/2014 სასწავლო წელი დევიზით - „ტრადიციებით მომავლისაკენ!“ საზეიმოდ გაიხსნა

2013 წლის 16 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013/2014 სასწავლო წელი დაიწყო. სამედიცინო ქალაქის ეზოში შეკრებილ ათასობით სტუდენტს გულთბილად მიესალმა და სწავლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ:

 
  • დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
  • მამუკა ბერიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი
  • მამუკა ქაცარავაქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი
  • გოდფრი პელილიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორი
  • ნიკოლას ჰოდსონილიდსის (დიდი ბრიტანეთი) სტომატოლოგიის ინსტიტუტის რეკონსტრუქციული (აღდგენითი) სტომატოლოგიის სპეციალისტი, დოქტორი
  • იან ზეიდასილეზიის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
  • კენეტ ვოლკერიემორის (აშშ) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი–მედიცინისა და ნევროლოგიიის პროფესორი,  საქართველოს საპატიო მოქალაქე, პროფესორი
  • ნიკოლოზ გონგაძეღვაწლმოსილი პედაგოგი, თსსუ–ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
  • ჯოანა და კოსტამედიცინის ფაკულტეტის  I კურსის სტუდენტი (შვედეთი)
  • ქშიტიჯ კუმარი მედიცინის ფაკულტეტის VI  კურსის სტუდენტი   (ინდოეთი)
  • კახა აბულაძე თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.
 

საზეიმო ცერემონიალზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგის შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ საზეიმო ვითარებაში  დააჯილდოვა ათი ყველაზე რეიტინგული პირველკურსელი. სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ  სასწავლო სახელმძღვანელოები. 

 

ახალი სასწავლო წლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში (16–27 სექტემბერი) წაიკითხავენ ლექციებს თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

 

ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, პირველკურსელებს 2013/2014 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის ხუთივე  ფაკულტეტის დეკანმა. ასევე, საპრეზენტაციო შეხვედრა ჩაატარეს თსსუ–ის უცხოური სასწავლო პროგრამების: ქართულ–ამერიკული – „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ და ქართულ–ფრანგული – "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის"  ხელმძღვანელებმა.

   
   
   

თსსუ–ის ყველა პირველკურსელს დაურიგდა: საკოორდინაციო–საინფორმაციო გზამკვლევი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია თსსუ–ის სტრუქტურული და   ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ,  ახალი სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეულის პროგრამა, თსსუ-ის “სამედიცინო გაზეთის” 2013 წლის სექტემბრის ნომერი.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პარტნიორობის ფარგლებში ეწვევიან და ლექციებს წაიკითხავენ შემდეგი პროფესორები:

16–19 სექტემბერი:

  • პროფესორი ფილიპ გრიმბერტი – ნეფროლოგიის (ტრანსპლანტოლოგიის), ბიოთერაპიის კვლევითი კლინიკის კოორდინატორი, ჰენრი მონდორის ჰოსპიტალი, პარიზი (საფრანგეთი);
  • პროფესორი ჟოზე კოენი ბიოთერაპიის კლინიკური კვლევების ცენტრის (INSERM) უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი, ტრანსპლანტაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის  ხელმძღვანელის  მოადგილე, მონდორის ჰოსპიტალი (საფრანგეთი).

23–27 სექტემბერი:

ულრიხ მარტინითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ასევე, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და ლექციებს წაიკითხავს ლაიბნიცის (გერმანია) ბიოტექნოლოგიებისა და ხელოვნური ორგანოების კვლევითი ლაბორატორიის (LEBAO), კარდიოთორაკალური დეპარტამენტის – ტრანსპლანტაციისა და სისხლძარღვოვანი ქირურგიის (REBIRTH), ჰანოვერის რეგენერაციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო სკოლის პროფესორი და ხელმძღვანელი.