თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ გედი გელბახიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ გედი გელბახიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

2013 წლის 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “წითელ  დარბაზში” ჩატარდა ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ გედი გელბახიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

     

საღამო წამყვანი თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი თეიმურაზ პეტრიაშვილი. დამსწრე საზოგადოების მიესალმა თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. გედი გელბახიანის ცხოვრებაზე, ოჯახსა  და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მოგონებები მსმენელს გაუზიარეს  პროფესორებმა: გურამ კიკნაძემ, გურამ ტატიშვილმა, გელა სულაბერიძემ, მარინა ტუღუშმა, ექიმმა–გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ და ფილოლოგმა და პუბლიცისტმა ციცი გაბესკირიამ.

ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ: თსსუ–ის ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა პროფესორ– მასწავლებლები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე.

     

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნატო მეტონიძემ და ლაშა ღლონტმა.

პროფესორ გედი გელბახიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დასრულდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით,  რომელიც მიეძღვნა მისი შვილის, პეტრე გელბახიანის 50 წლის იუბილეს.