თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

2012 წლის 9 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა 4 სტუდენტური  ორგანიზაცია: „სტუდენტთა დამოუკიდებელი გაერთიანება“, „თავისუფალ მედიკოსთა გაერთიანება“,  „მედიკოს  სტუდენტთა  საზოგადოება“ და „საქართველოს  სტუდენტთა   უფლებების  ლიგა“.  არჩევნების დღეს მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სტუდენტების და კენჭისყრის პროცედურაში ფაკულტეტებზე  შემქნილ  5 საარჩევნო  უბანზე   მონაწილეობა  მიიღო  2990  სტუდენტმა (ამომრჩეველთა  საერთო  რაოდენობის  45%).

2012  წლის  13   ნოემბერს,  სტუდენტური   თვითმმართველობის  არჩევნების  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამართა პრეს-კონფერენცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გოგი  ჩიქოვანმა  შეაჯამა  წინასაარჩევნო პეროდი და  არჩევნების დღე,  მიულოცა საარჩევნო  სუბიექტებს  წინასაარჩევნო კამპანიის ინციდენტების გარეშე  მშვიდ  ვითარებაში   ჩატარება   და   წარმოადგინა არჩევნების შედეგები,რომლის მიხედვითაც სტუდენტური თვითმმართველობაში არჩეულ იქნა  126  დელეგატი. 

  • „სტუდენტთა დამოუკიდებელი გაერთიანება“  -  106  დელეგატი;
  • „თავისუფალ მედიკოსთა გაერთიანება“ - 18  დელეგატი;
  • „საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა“-  2  დელეგატი. 

არჩევნებზე  და  ხმის  დათვლის პროცედურაზე  დაკვირვება   განახორციელეს  შემდეგმა    ორგანიზაციებმა:

1.„საერთაშორისო   გამჭვირვალობა - საქართველო“;
2.„სამართლიანი  არჩევნები  დემოკრატიული  საზოგადოებისათვის“;
3.ევროპის   იურისტ  სტუდენტთა  ასოციაცია - საქართველო;
4.სტუდენტური  ორგანიზაცია „ნარინჯისფერი კლუბი“;
5.საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“. 

ზემოაღნიშნულმა  სადამკვირვებლო  ორგანიზაციებმა ცნეს  არჩევნების შედეგები და შეაფასეს საარჩევნო  პროცესი როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი  და    დემოკრატიული  სტანდარტების    შესაბამისი.