თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში

ა.წ. 9 – 24 ოქტომბრამდე თსსუ - ში ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირი მიეძღვნა საკავშირო და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს, ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღაწეს, ბატონ ავთანდილ კოკაიას.

ამ ტურნირში მონაწილეობა მიიღო თსსუ -ის სტუდენტთა 12 გუნდმა. გუნდები დაკომპლექტებული იყო უცხოელი სტუდენტებით.  გუნდები დაიყო 2 ქვეჯგუფად.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდა ნიგერიის I გუნდი და ერაყის ნაკრები გუნდი.  მატჩი დასრულდა ერაყელების გამარჯვებით - 3:2.

მეორე ნახევარ ფინალურ მატჩში მონაწილეობა მიიღო ნიგერიის II გუნდმა და თურქეთის ნაკრებმა გუნდმა. მატჩი დასრულდა ნიგერიელების გამარჯვებით, მათ მე- 3 ადგილი მოიპოვეს.

24 ოქტომბერს ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ერაყისა და ნიგერიის გუნდები. თამაში წარიმართა საინტერესოდ და დაძაბულად. ძირითადი და დამატებითი დრო დასრულა ფრედ 2:2. დაინიშნა პენალტები. ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა ნიგერიის ნაკრებმა. 

გამრჯვებულ გუნდს გადაეცა თასი და სიგელები.