თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  Lions Clubs International-ის საერთაშორისო პრეზიდენტის გუდრუნ ბიორტ ინგვადოტირის მიღების ცერემონია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Lions Clubs International-ის საერთაშორისო პრეზიდენტის გუდრუნ ბიორტ ინგვადოტირის მიღების ცერემონია გაიმართა

2018 წლის 11 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა "Lions Clubs International"-ის საერთაშორისო პრეზიდენტის გუდრუნ ბიორტ ინგვადოტირის მიღების ცერემონია.  ღონისძიებაზე მოხდა საერთაშორისო ლაიონს კლუბების (LCIF) მიერ დაფინანსებული პროექტის "სიბრმავისა და მხედველობის გაუარესების პრევენცია"პრეზენტაცია. 

პროექტი მიზნად ისხავს ხელი შეუწყოს ოფთალმოლოგიური მომსახურების გაუმჯობესებას ღარიბ და სიღარიბის ზღვარს ქვევით მცხოვრები თბილისის, დმანისის და ბოლნისის რაიონების მოსახლეობაში, დაეხმაროს უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პაციენტებს. პროექტის მთავარი ფოკუსია გლაუკომის, კატარაქტის,  რეფრაქციული მანკებისა და დიაბეტური რეთინოპატიის დროული გმოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა. პროექტი განხორციელდება რამოდენიმე მიმრთულებით:

სამიზნე მოსახლეობის სკრინინგი, დიაგნოსტირება და მკურნალობა (თერაპიული და ქირურგიული);

მოსახლეობის ცოდნის ამაღლება სიბრმავის  რისკ ფაქტორების და თვალის დაავადების საშიში ნიშნების შესახებ;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების დატრეინინგება მათი პროექტში მოხალისეებად ჩართვის მიზნით.

ღონისძიება გაიხსნა ქართული ცეკვითა და სიმღერით,  რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა წარადგინა.

 შეხვედრაზე  სიტყვით გამოვიდნენ: ლაიონს ინთერნეისალის პრეზიდენტი გუდრუნ ინგვადიტორი, ლაიონს ინთერნეიშენალის საერთაშორისო დირექტორი იორნ ანდერსენი, ლაიონების თვალის კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული-პროფესორი ნინო კარანაძე, პროექტის - "სიბრმავისა და მხედველობის გაუარესების პრევენცია" ადმინისტრატორი ეთერ სულაძე, თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე და ლაიონს კლუბის წევრი, პროფესორი გია თომაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რუსუდან კვანჭახაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,საქართველოს პენსიონერთა კავშირის“ წარმომადგენელი რიტა ბაინდურაშვილი, და სხვა....

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლაიონს კლაბ ინტერნეიშენალს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

Lions Clubs International-ი არის მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1917 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს ჰუმანიტარულ პროექტებს. ის ამ სფეროში გლობალური ლიდერია. ორგანიზაციის შემოწირულობებით იქმნება ფონდები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს ხმარდება. ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია- სიბრმავისა და თვალის მძიმე დაავადებების პრევენცია, ახალგაზრდა თაობაზე და განათლებაზე ზრუნვა, სტიქიური უბედურებებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ბავშვთა სიმსივნური დაავადებები, დიაბეტის და მისი თანმხლები გართულებების ადრეული გამოვლენა და პრევენცია, შიმშილის დაძლევა, გარემოს დაცვა. Lions Clubs International-ის ქსელი მოიცავს 200–ზე მეტ ქვეყანასა და გეოგრაფიულ ზონას. მასში გაერთიანებულია 1400000 ადამიანი.  

იხილეთ IPN-ის სტატია: