თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2022” გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2022” გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2022” გაიმართა.

ფესტივალისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზის კარი 2 დეკემბერს გაიღო.

ფესტივალის მიმდინარეობისას, 2-9 დეკემბერს სპექტაკლები გამართეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა - „ძველი თბილისის მელოდიები“; საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA)  - “ორკესტრი“; საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (SEU) - „დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ“; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - „ვთამაშობთ სამანიშვილს“, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - „ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ“, მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა - „გასასვლელი არ არის“ .

ასევე, ფესტივალის მონაწილეებისთვის: 6 დეკემბერს უკრაინელმა რეჟისორმა ნატაშა იაკიმჩენკომ სასცენო იმპროვიზაციის, ხოლო 7 დეკემბერს ქორეოგრაფმა დავით ჭანიშვილმა  სასცენო მოძრაობის შესახებ ჩაატარეს მასტერ-კლასები.

10 დეკემბერს თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის “ნიღაბი 2022” - ის საზეიმო დახურვაზე გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება.

სპეციალური ჯილდოები გადაეცათ:

ანანო ქარუმიძეს ნომინაციაში - ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი, (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA));

ნიკოლოზ ქაცარიძეს ნომინაციაში - მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

გიორგი თაბაგარს ნომინაციაში - მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში - ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში - ფესტივალში მონაწილე თეატრალური დასების რჩეული (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

ანა კლაუსს ნომინაციაში - ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU));

ავთანდილ ყინჩიყიძეს ნომინაციაში - მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

მარიამ ფხალაძეს ნომინაციაში - ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

ლეო ჩერქეზიას ნომინაციაში - მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU));

ანანო სიდამონიძეს ნომინაციაში - ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში - მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)

ASTA-ს (თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია) რჩეული გახდა გიორგი ჭანტურია  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

თბილისის მერიის რჩეული გახდა ერნესტ ჰოვანისიანი (ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

გოგი თოდაძის საპატიო პრიზი გადაეცა ბახვა გელაშვილს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

პრიზი ნომინაციაში „ფესტივალის აღმოჩენა“ ერთდროულად ორ მსახიობს:  საბა მეტრეველსა და გეგა გალოგრეს (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)) გადაეცა.

ფესტივალში მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები შეაფასეს ჟიურის წევრებმა: თავმჯდომარემ - ეკა მჟავანაძემ, მსახიობებმა: თამუნა ნიკოლაძემ, გიორგი ჯიქიამ, ეკა მოლოდინაშვილმა, მალხაზ ქვრივიშვილმა, ზუკა პაპუაშვილმა, ია სუხიტაშვილმა; რეჟისორმა ციცი კობიაშვილმა.

ცნობისთვის, ფესტივალი „ნიღაბი-2022“ წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ტრადიციული მასპინძელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.