თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

2022 წლის 29 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მდე კომპანიამ და 500-ზე მეტმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა. 

დასაქმების მსურველმა პირებმა დამსაქმებელი კომპანიების მხრიდან მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ.

დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება და მისი მასშტაბები მზარდია.