თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

 
   

26 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრში სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სოლომონ ერგემლიძის ორგანიზებით მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა. ტურნირში თსსუ-ის 36 სტუდენტი მონაწილეობდა, მათგან 6 გოგონა და 30 ბიჭი. 

გოგონების კატეგორიაში პირველი ადგილი ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეორე სემესტრის სტუდენტმა ქრისტინე დურგლიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე მედიცინის ფაკულტეტის მეორე სემესტრის სტუდენტი კესო გაფრინდაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე – მედიცინის ფაკულტეტის მეორესემესტრის სტუდენტი სალომე მამსიკაშვილი.

ბიჭების კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე სემესტრის სტუდენტი  სოლომონ ერგემლიძე გახდა, მეორე ადგილი მედიცინის ფაკულტეტის მეთერთმეტე სემესტრის სტუდენტმა ლუკა გვენეტაძემ დაიკავა, მესამე კი – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეხუთე სემესტრის სტუდენტმა გოჩა კაკალაძემ.

გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.