თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალი, ინოვაციური სასწავლო პროგრამა — „კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი“ , რომელიც საქართველოში პირველად შეიქმნა და სპეციალურად კლინიკური მენეჯმენტის სფეროში დასაქმებული და დაინტერესებული პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი.
სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა და კლინიკური მენეჯერების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოში კლინიკური მენეჯმენტის განათლების განვითარების მიმართულებით და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლებას.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა 36-საათიან ინტენსიურ მოდულს, რომლის ფარგლებში განხილული იყო კლინიკის მართვის, ორგანიზაციული განვითარებისა და ფინანსური მენეჯმენტის აქტუალური საკითხები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის 9 მონაწილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გადასცა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ მონაწილეობას და მიღებულ კვალიფიკაციას.
აღნიშნული სასწავლო პროგრამის განმეორებითი კურსის განხორციელება დაგეგმილია უახლოეს მომავალში. სასწავლო პროგრამის ავტორები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია.