თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექცია თემაზე „ფარმაცია და მედიცინა“ ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექცია თემაზე „ფარმაცია და მედიცინა“ ჩატარდა

2022 წლის 16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექცია თემაზე „ფარმაცია და მედიცინა“ ჩატარდა.

მომხსენებლები იყვნენ: ალიოშა ბაკურიძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თამაზ ჭუმბურიძე - თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; მაია ოკუჯავა - თსსუ-ის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; მალხაზ ჯოხაძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

შეხვედრა „საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“ (GPSA) ორგანიზებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ GPSA არის საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფარმაცევტების დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც  „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა” ასოციაციის (ESPA) წევრია და უზრუნველყოფს მისი მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელებას.