თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა

თსსუ კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრმა  LIFESTRAND Erasmus+ პროექტის ფარგლებში  “მწვანე სკოლის” უფროსკლასელებს უმასპინძლა. 

მონაწილეებმა გაიარეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ინტენსიური ტრენინგი, რაც მოიცავს:

ახალგაზრდებში უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებას

რეალურ კრიტიკულ სიტუაციებში სწორი ქმედებების ცოდნას

ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარებას, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა ორიენტირებული.

პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარეს ცენტრის გამოცდილმა ინსტრუქტორებმა. მოსწავლეებს შეასწავლეს CPR-ის (გულის-ფილტვის რეანიმაცია) საფუძვლები, ტრავმის შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების პრინციპები, უსაფრთხო გარემოს შეფასება და გადაუდებელი სიტუაციებში მოქმედების გეგმა.