თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა მაჭარაშვილი და ლეანდრა ლილიე იმყოფებიან.
სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირების პირველი ეტაპი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში გაიარეს.
„აქ პროფესიული მიმართულებით ძალიან კარგ გამოცდილებას ვიძენ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო სტაჟირების საქართველოში გავლა. ამ გამოცდილებას, უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ, როდესაც ჩემი პროფესიით გავაგრძელებ საქმიანობას.
ზოგადად, საქართველოში სამჯერ ვარ ნამყოფი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია“, - ამბობს ლეანდრა ლილიე.