თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა ტრადიციული, 22-ე კონფერენცია „სტუდენტთა სამეცნიერო სასწავლო საუბრები – Students’ Teaching Scientific Talks (STST)“. აღნიშნული კონფერენცია ინგლისურენოვანია და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტები თსსუ-დან და სხვა უნივერსიტეტებიდან.
კონფერენცია ტრადიციული მისასალმებელი სიტყვითა და ორგანიზაციის ისტორიის მოკლე მიმოხილვით გაიხსნა. შემდგომ, მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები. კონფერენციაზე განხილული იყო თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევები და გამოწვევები, რამაც ხელი შეუწყო პროფესიულ დისკუსიასა და სტუდენტებს შორის ცოდნის გაზიარებას.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოხსენება: ორი – ჟიურის გადაწყვეტილებით, ხოლო ერთი – დამსწრე აუდიტორიის ხმათა უმრავლესობით.
ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები:
„Overwhelmed by Joy Or Crushed by Despair: The Dual Nature of Stress Cardiomyopathy”- ნამარიქ ჰაშიმი და ჰელმი არეფი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი, VII სემესტრი)
„Fixed-Dose Combination Therapy in Cardiovascular Prevention and Risk Reduction: A Comprehensive Review of the Role of Polypills” - ზაინაბ სალეჰ საიიდ ალ ჯაბრი ჰაზრამი; მაადეჰა ნაიემ და შარონ ანნ თომასი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი, XI სემესტრი).
აუდიტორიის რჩეული ნაშრომი:
„Parkinson’s Begins in the Gut? The Emerging Microbiome Connection” იოსრა სალიჰი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, V სემესტრი).