თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი THE Impact Ratings 2026-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი THE Impact Ratings 2026-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა Times Higher Education (THE) Impact Ratings 2026-ში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ რანჟირების სისტემას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals – SDGs) განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.


THE Impact Ratings უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აფასებს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მათი საქმიანობის საფუძველზე, მათ შორის განათლების, სამეცნიერო კვლევის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის, ჯანდაცვის სერვისების, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით. 


აღნიშნული რეიტინგი უზრუნველყოფს უნივერსიტეტების მიერ გლობალური გამოწვევების გადაჭრასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილის კომპლექსურ შეფასებას.


2026 წლის შეფასების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უკვე მესამედ მოიპოვა აღიარება მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის მიმართულებით: SDG 3 – ჯანმრთელობა და კეთილდღეობა (Good Health and Well-being); SDG 4 – ხარისხიანი განათლება (Quality Education); SDG 9 – ინდუსტრია, ინოვაცია დაინფრასტრუქტურა (Industry, Innovation and Infrastructure); SDG 17 – პარტნიორობა მიზნების განსავითარებლად (Partnerships for the Goals).


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მიღწეული შედეგები ხაზს უსვამს მისმნიშვნელოვან როლს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მდგრადი განვითარებისმიზნების განხორციელების პროცესში.