თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2024 წლის რეიტინგშია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2024 წლის რეიტინგშია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი შეფასდა  2024 წლის  რანჟირების - Times Higher Education Impact Rankings-ის მიხედვით. თსსუ უკვე მეორედ მონაწილეობს Times Higher Education IMPACT rankings უნივერსიტეტების გლობალური რეიტინგის სისტემაში, რომელიც აფასებს უნივერსიტეტების შედეგებს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) მიღწევის კუთხით. 

რანჟირების სისტემის მიზანია, შეაფასოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. 

2024 წლის რანჟირებაში მსოფლიოს 125 ქვეყნის 2152 უნივერსიტეტი იღებდა მონაწილეობას.

2024 წელს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი გაეროს მდგრადი განვითარების 4 მიზანთან მიმართებით შეფასდა (SDG 3 - „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, SDG 4 - ხარისხიანი განათლება, SDG 9 - ინდუსტრია, ინოვაციები და ინფრასტრუქტურა და SDG 12 - თანამშრომლობა მიზნების განხორციელებისათვის),  საიდანაც საუკეთესო პოზიცია SDG3 - ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით დაიკავა და 2152 უნივერსიტეტს შორის 401-600 პოზიციაზეა, რაც  ადასტურებს უნივერსიტეტის აქტიურ და წარმატებულ მონაწილეობას მესამე მისიის განხორცილებაში.