თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აუტისტური სპექტრის მქონე პირების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აუტისტური სპექტრის მქონე პირების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აუტისტური სპექტრის მქონე პირების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას -"მე აქ ვარ“  შეუერთდა.  პროექტი არც ისე დიდი ხანია დაიწყო, თუმცა უკვე თანამოაზრეთა დიდი გუნდი  ჰყავს. 

აქციიდან შემოსული თანხა აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ეროვნული ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.

აღნიშნული ცენტრი ბენეფიციართა სიცოცხლის განმავლობაში მოვლისა და ზრუნვის სერვისების, მოზარდების პროფესიული და ფუნქციური უნარების განვითარებაზე  იქნება ორიენტირებული. კამპანია ასევე ემსახურება საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და აუტიზმის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სოციალურ ინტეგრაციას.  

აღნიშნული აქციით თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოუწოდებს საზოგადოებას პროექტში ჩართვისაკენ  - შეიძინეთ სტიკერი, გაიღეთ თანხა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის, ერთად ვაკეთოთ სიკეთე!