თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და იზმირის თინაზთეფეს უნივერსიტეტი თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და იზმირის თინაზთეფეს უნივერსიტეტი თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იზმირის თინაზთეფეს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვა, რაც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თინაზთეფეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სევინ ტუფენკი და დოქტორანტურის სამსახურის  ხელმძღვანელის მოადგილე გიულენდან ჰაკერდოღლუ. 

სტუმრებს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა.. შეხვედრის ფარგლებში რექტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თსსუ-ის მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს ორმხრივ საგანმანათლებლო პროექტებში და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

თსსუ-სა და თინაზთეფეს უნივერსიტეტს შორის აქტიური თანამშრომლობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა საზაფხულო სტაჟირება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის და საექთნო-სამეანო საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის.  

თინაზთეფეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავე და სწრაფად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა თურქეთში.