თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის აქტიური მონაწილეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის აქტიური მონაწილეა

24 სექტემბერს, რიყეზე  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი  2017“  საზეიმოდ გაიხსნა, სადაც  საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტმა და სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ წარმოადგინა მათი სამეცნიერო პოტენციალი.  

წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ:  თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის უახლესს სამედიცინო და ტექნოლოგიურ მიღწევებს; სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრში შექმნილ და დამუშავებულ უახლესს სამეცნიერო–საინფორმაციო მასალებს; ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბიოელექტრულ იმპედანსმეტრს, რომელიც წარმოადგენს სხეულის შემადგენლობის შეფასების თანამედროვე არაინვაზიურ მეთოდს; თსსუ-ის კლინიკური უნარ–ჩვევების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებს; თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ორიგინალურ სამკურნალო პრეპარატებს და სამკურნალო პრეპარატების ტაბლეტირების პროცესს; თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში მცენარეებიდან გამოყოფილ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელთაგანაც მომავალში ახალი სამკურნალწამლო საშუალებები შეიქმნება; თსსუ-ის პროფესორ გელა სულაბერიძის მიერ შექმნილ და დაპატენტებულ  კომპანია ,,მარგის“ დაბალკალორიულ, ბუნებრივი, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარ  საკვებ პროდუქტებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის  მიმდინარეობაში, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ თსსუ-ში გამართულ ღონისძიებებს: საჯარო ლექციებს, კონფერენციებს, ვორკშოფებს, ღია კარის დღეებს და სხვა.

იხილეთ, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული  ღონისძიებების პროგრამა: