თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა სამედიცინო მიმართულებების პროგრამებზე ჩარიცხულთა საკონკურსო ქულების როგორც საშუალო, ისე უმაღლესი   მაჩვენებლების გათვალისწინებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა სამედიცინო მიმართულებების პროგრამებზე ჩარიცხულთა საკონკურსო ქულების როგორც საშუალო, ისე უმაღლესი მაჩვენებლების გათვალისწინებით

 
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წელს  უპრეცედენტოდ მაღალი იყო  (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე 65%+1 ყველა საგანში და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე 75%+1 ინგლისურ ენაში). მიუხედავად ამისა, საკონკურსო მაჩვენებელი პირველადი განაცხადების რაოდენობაზე დაყრდნობით,   მაღალი იყო და ერთ ვაკანტურ ადგილზე შეადგინა 2, 08. ამ მონაცემით თსსუ მეორე საპატიო ადგილზეა საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის შემდეგ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული (http://naec.ge/#/ge/index) 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩარიცხული     აბიტურიენტების საკონკურსო ქულების საშუალო მაჩვენებლებით (2023.7), პირველ სამეულშია და მეორე  ადგილს  იკავებს  საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის (პირველ ადგილზეა თავისუფალი უნივერსიტეტი - 2131,7;  ხოლო მესამეზე - აგრარული უნივერსიტეტი 2018,9 ქულით).

საკონკურსო ქულების როგორც საშუალო, ისე  მაქსიმალური მაჩვენებლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა ყველა სამედიცინო მიმართულების   პროგრამების (მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საექთნო საქმის ბაკალავრიატის) გათვალისწინებით,  როგორც  სამედიცინო პროფილის უმაღლეს სასწავლებელთა შორის, ისე  მრავალპროფილური უნივერსიტეტების  სამედიცინო პროგრამებზებზე ჩარიცხულთა მონაცემების გათვალისწინებით.

ასევე, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო პროფილის მიმართულებებზე ჩარიცხულთა მაქსიმალური საკონკურსო ქულა- 2259,1 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშია დაფიქსირებული.

  საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესსნიუსის ბმული