2024 წლის 30 აგვისტოს ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა.
სხდომაზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა შეფასებების განხილვის შემდგომ, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ავტორიზაციის საერთაშორისო მოთხოვნებთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული შესაბამისობის და მაქსიმალური შეფასებით ავტორიზაციის ახალი, 6 წლის ვადით მინიჭების შესახებ.